წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 268 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 26 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

ნომერი: 268 / 17

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2003

მიღების თარიღი ივნისი 13, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

2003 წლის N 26 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ

  

2003 წლის 13 ივნისის საქართველოს კომუნიკაციების  ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 26 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის მე-8 საკითხის                         (სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერია ქსელს” შორის  სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურეობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით დავის განხილვის შესახებ)  განხილვის გადადების თხოვნის თაობაზე ს/ს „საქართველოს ელექტროკავშირის” მიერ წარმოდგენილი წერილის (N 14-4/1-193 13.06.03წ.) გათვალისწინებით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად

 

გადაწყვიტა:

 

1.   გადატანილ იქნეს სს „საქართველოს ელექტროკავშირსა” და შპს „ივერია ქსელს” შორის  სახაზო-საკაბელო წყვილებით მომსახურეობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით დავის განხილვის  საკითხი ა/წლის 20 ივნისის N 27 სხდომის დღის წესრიგის პროექტში.

2.   დამტკიცდეს კომისიის N 26 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში                    (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ( ი. ხარებავა).

                       

            კომისიის თავმჯდომარე                                                             ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები