გადაწყვეტილება N 271 საზღვაო ხომალდებისთვის (“GANTIADI-2” და “ANTARESI”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2003
მიღების თარიღი ივნისი 13, 2003
საზღვაო ხომალდებისთვის („GANTIADI-2” და „ANTARESI”) სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენების ნებართვის გაცემის შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის ადმინისტრაციამ კომისიას მიმართა წერილებით (GMTA-LAF-8/657, 28.05.03. და GMTA-LAF-8/667, 02.06.03. ) საზღვაო ხომალდებისთვის წარმოდგენილი „რადიოსადგურის ანკეტის” გათვალისწინებით რადიოსადგურების ლიცენზიაში შესატანი სახმობებისა და ამოცნობის ნიშნების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა საზღვაო ხომალდებს („GANTIADI-2” და „ANTARESI”) გამოიყენოს ცხრილში აღნიშნული სახმობები და ამოცნობის ნიშნები:
|
N |
ნებარ- თვის N |
ხომალდის მფლობელი |
ხომალდის დასახელება |
სახმობი |
MMSI N |
Selective call |
|
1 |
0135 |
სსკ საქნაპირდაცვა„ |
„GANTIADI-2” |
4 LFE |
213 075 000 |
- |
|
2 |
0053 |
Basco Shipping & Transport Company Ltd |
„ANTARESI” |
4LBI |
- |
- |
2. შეტანილი იქნეს ინფორმაცია საზღვაო ხომალდზე გაცემული სახმობისა და ამოცნობის ნიშნების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს ( თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
