წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 273 შპს “გორდა“-სთვის საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

ნომერი: 273 / 1

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2003

მიღების თარიღი ივნისი 13, 2003

შპს „გორდა„-სთვის საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „გორდამ„ (რეგისტრირებული ქ. თელავის რაიონულ სასამართლოში 2003 წლის 26 მარტს (რეგისტრაციის N 34/5-ბ-361) კომისიას მიმართა განცხადებით (30.04.2003), საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ 2003 წლის 6 ივნისს ჩატარდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ შპს „გორდას” ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ტექნიკური პროექტი, სარეგისტრაციო და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.გ.„ ქვეპუნქტისა და 453-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს N1357 ლიცენზია შპს „გორდას” საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):

2.      ლიცენზიის სახე:         ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საკაბელო საერთო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;

ლიცენზიის საგანი: საკაბელო საერთო ტელემაუწყებლობა ქ. თელავში წარმოდგენილი ტექნიკური პროექტის შესაბამისად.

  • შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში.
  • შპს „გორდამ” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
  • შპს „გორდამ„ უზრუნველყოს, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის დაწყებამდე 10 დღით ადრე, კომისიისათვის მის მიერ მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა.
  • 6.      დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

  • გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
  • კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ /ე.ასანიძე/ სამსახურს.
  • კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

    გაზიარება

    მიმაგრებული ფაილები