გადაწყვეტილება N 275 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის N 738 ლიცენზიის გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2003
მიღების თარიღი ივნისი 13, 2003
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის N 738 ლიცენზიის
გაუქმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ 23.04.2003 წელს კომისიას მიმართა განცხადებით (N 011007-390/177), მისი N 738 ლიცენზიის ვადის გაგრძელების შესახებ, ხოლო 11.05.2003 წლის განაცხადით (010107-962/148) მოითხოვა ამავე ლიცენზიის გაუქმება, ვინაიდან ლიცენზიით მინიჭებული სამუშაო სიხშირეები (2,4 მგჰც სიხშირულ დიაპაზონი) საერთაშორისო რადიოკავშირის რეგლამენტის თანახმად, მიეკუთვნება არალიცენზირებულ სიხშირეებს. ამასთან N 738 ლიცენზიას გაუვიდა მოქმედების ვადა, რაც ლიცენზიის გაუქმების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა„ და ბ„ ქვეპუნქტების საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაუქმდეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის N 738 ლიცენზია მოქმედების ვადის გასვლისა და ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის გამო;
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ.გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
