წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 276 8-13 კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ

ნომერი: 276 / 10

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 13, 2003

მიღების თარიღი ივნისი 13, 2003

8-13 კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომერციული კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიას მიმართა რამდენიმე კომპანიამ (შპს „მაკროკომი„ და შპს „ულტრა კომუნიკაციები„) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კოდი 8-13 (რვა-ერთი-სამი) წარმოადგენს თავისუფალ ნუმერაციის რესურს და შესაძლებელია გამოყენებული იქნეს საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების განსახორციელებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოაცხადოს კომერციული კონკურსი 8-13 (რვა-ერთი-სამი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.

 „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ

გადაწყვიტა:

1.                  გამოცხადდეს კომერციული კონკურსი (შემდგომში „კონკურსი”) 8-13 (რვა-ერთი-სამი) კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად;

2.                 ლიცენზიის მაძიებლების განცხადებების მიღება მოხდეს 2003 წლის 16 ივნისის 10:00 საათიდან 2003 წლის 5 სექტემბრის 17:00 საათამდე;

3.                  ლიცენზიის მაძიებლის განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია უნდა აკმაყოფილებდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს;

4.                  კონკურსის პირობები არ ითვალისწინებს ინვესტიციის განხორციელების ვალდებულებას;

5.                  კონკურსის პირობაა კომისიისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობა;

6.                  გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმია - მაქსიმალური სალიცენზიო გადასახდელის გადახდა, რომლის შეთავაზება მოხდება ლიცენზიის მაძიებლის მიერ კონკურსის ჩატარების დროს;

7.                  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვროს ოცდაშვიდი ათას შვიდასორმოცი (27740) ლარით;

8.                  ლიცენზიის მაძიებლის მიერ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10 %-ის გადახდა მოხდეს „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად;

9.                  კონკურსის ჩატარების თარიღად გამოცხადდეს 2003 წლის 12 სექტემბერი (16:00 საათი);

10.              კონკურსის ჩატარების დროს ლიცენზიის მაძიებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის დასწრება სავალდებულოა;

11.              დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორს (გ. რატიშვილი) აღნიშნული საკითხის საინფორმაციო უზრუნველყოფა;

12.              გადაწყვეტილება   შეიძლება   გასაჩივრდეს   ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

13.              კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ  (მ. გოთოშია) სამსახურს.

კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები