გადაწყვეტილება N 279 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2003
მიღების თარიღი ივნისი 20, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის N 27 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
2003 წლის 20 ივნისის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 27 სხდომაზე წარმოდგენილ დღის წესრიგის მე-4 საკითხზე (შპს „ვეზირისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ) დამატებითი ინფორმაციის მოპოვებისა და მე-9 საკითხზე (შპს „თვალის” N 181 ლიცენზიისთვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ) რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის მიზეზით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადატანილ იქნეს N 27 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-4 და მე-9 საკითხები (შპს „ვეზირისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემისა და შპს „თვალის” N 181 ლიცენზიისთვის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ) ა/წლის 27 ივნისის N 28 სხდომის დღის წესრიგის პროექტში.
2. დამტკიცდეს კომისიის N 27 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი ცვლილების გათვალისწინებით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ( ი. ხარებავა).
კომისიის თვმჯდომარე ვ. აბაშიძე
