გადაწყვეტილება N 280 ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2003
მიღების თარიღი ივნისი 20, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ კომისიას მიმართა განცხადებით (16.06.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 064 0059 1861) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კომისიის გადაწყვეტილებებით (N 206, 31.05.02. და N 266, 19.07.02.) მინიჭებული აქვს სიხშირეები რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის. მაღალსიხშირული მოწყობილობები (ჰარისის„ ტიპის საბაზო და საბორტო რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისის აეროპორტში განთავსებული საბაზო სადგურსა და ვერტფრენებს შორის რადიოკავშირისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 064 0059 1861) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
