წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 281 ი/ს „ხოფერია ნიკოლოზისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 281 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2003

მიღების თარიღი ივნისი 20, 2003

 ი/ს „ხოფერია ნიკოლოზისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ი/ს „ხოფერია ნიკოლოზმა„„ (ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს საგადასახადო ინსპექციის მიერ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის N 1560; 07.04.03) კომისიას მიმართა განცხადებით (N 13.06.03წ.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N FRT-RT-VZR002; 28.05.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. ი/ს „ხოფერია ნიკოლოზს„ კომისიის გადაწყვეტილებით (N 226/13, 23.05.03.) მინიჭებული აქვს სიხშირეები რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის. მაღალსიხშირული მოწყობილობები (მობილური რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს აღნიშნულ ქსელში ფუნქციონირებისთვის.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა ი/ს „ხოფერია ნიკოლოზს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციით (N FRT-RT-VZR002; 28.05.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს ი/ს „ხოფერია ნიკოლოზმა„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                 კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები