გადაწყვეტილება N 282 შპს „სერვის+“-სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2003
მიღების თარიღი ივნისი 20, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ შპს სერვის+„-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 23 აპრილის N 5/4-3371 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (17.06.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 1174921, 16.06.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი და მობილური რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს სერვის+„-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 1174921, 16.06.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს შპს სერვის+„-მა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
