გადაწყვეტილება N 283 შპს “ორიონისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2003
მიღების თარიღი ივნისი 20, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ორიონმა” (რეგისტრირებულია ქ. სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2002 წლის 23 სექტემბრის N ა/4100/58-27 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 07, 29.05.03), თანდართული ჩამონათვალის შესაბამისად, მაღალსიხშირული მოწყობილოებიბის გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შპს „ორიონი” ახორციელებს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა პირადი და საკუთრების დაცვის ორგანიზებას, საინკასაციო მანქანებისა და ტვირთების უსაფრთხო გაცილებას. შპს „ორიონს” კომისიის გადაწყვეტილებით (N 68/13; 21.02.03.) მიენიჭა სიხშირეები 164.150 მგჰც, 169.800, 300.500 მგჰც და 306.500 მგჰც, რომლებიც განსაზღვრულია ამ გადაწყვეტილების დანართში მითითებული რადიოსადგურებისთვის და გამოყენებული უნდა იყოს ცენტრალური სადისპეჩერო პუნქტიდან დაცვის ობიექტებთან, ასევე საზოგადოების ობიექტებსა და მის წევრებს შორის, რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ქ. თბილისში.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს ორიონს„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;
2. უზრუნველყოს შპს ორიონმა„ მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისთვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის 20 ივნისის N გადაწყვეტილების
დანართი
მაღალსიხშირული მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლები:
1. დაცვის ობიექტებთან რადიოკავშირის რეტრანსლატორი
- დასახელება დროით შეჩერების სქემის მიხედვით დაკავშირებული მობილური რადიოსადგურები: „MAXON” და „ALINCO” AR-135 E (სერ. N T101748),
- მინიჭებული სიხშირეები 169.800 მგჰც და 300.500 მგჰც,
- გამოსავალი სიმძლავრე 15 ვატი,
- დაკავებული ზოლის სიგანე 10 კჰც,
- მოდულაციის ტიპი ციფრული,
- განთავსების ადგილმდებარეობა მთაწმინდის პლატო, შსს რადიოცენტრი,
- ანტენის ტიპი მიმართული
- პოლარიზაცია ვერტიკალური,
- ანტების დიაგრამის გაშლის კუთხე ჰორიზონტალურ სიბრტყეში 60,
- ანტენის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 15 მ,
- მიმღების მგრძნობიარობა - -12.0 დბ.
· დასახელება - ALINCO” AR-435 T (სერ. N T101573),
- მინიჭებული სიხშირე 164.150 მგჰც,
- გამოსავალი სიმძლავრე 25 ვატი,
- დაკავებული ზოლის სიგანე 25 კჰც,
- მოდულაციის ტიპი სიხშირული, 16F3,
· ანტენის გასხივების დიაგრამა წრიული,
· პოლარიზაცია ვერტიკალური,
· სიმაღლე მიწის ზედაპირიდან 25 მ.
· განთავსების ადგილმდებარეობა სოფ. დიღომი, მცხეთის ქ. N 4.
