წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 284 კავშირი „საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“-სათვის სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 284 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2003

მიღების თარიღი ივნისი 20, 2003

კავშირი „საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა„-სათვის სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ კომისიას მიმართა განცხადებით (N010107-390/177 11.05.2003), სადაც იგი ითხოვს მისი კუთვნილი N 738 ლიცენზიის გაუქმებას და ამ ლიცენზიაში დაფიქსირებული სიხშირეების მის მიერ დაფუძნებულ კავშირი „საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა„-სათვის მინიჭებას. 2003 წლის 13 ივნისის კომისიის N 275/4  გადაწყვეტილებით, გაუქმდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის N 738 ლიცენზია.

 კავშირი „საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა„ ფლობს N 1319 ლიცენზიას და ახორციელებს მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებას. საერთაშორისო რადიოკავშირის რეგლამენტის თანახმად, 2412 და 2427 მგჰც სიხშირეები მიეკუთვნება არალიცენზირებულ სიხშირეებს.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

 

 გადაწყვიტა:

1.        მიენიჭოს კავშირი „საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა„-ს 2412 და 2427 მგჰც სიხშირეები მეორადი გამოყენების უფლებით;

2.       აღირიცხოს კავშირი „საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა„-სათვის მინიჭებული სამუშაო სიხშირეები კომისიის შესაბამის უწყებრივ რეესტრში;

3.       კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში კავშირი „საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა„ ვალდებულია სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო                სასამართლოში  (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.       კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს  (მ. გოთოშია). 

კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები