გადაწყვეტილება N 285 ინდივიდუალური საწარმო „მიხეილ კიკნაძე-წყნეთი TV“-სთვის საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 20, 2003
მიღების თარიღი ივნისი 20, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური საწარმო მიხეილ კიკნაძე-წყნეთი TV„-მ (რეგისტრირებულია ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციაში 2003 წლის 29 მაისს (რეგისტრაციის N 1632) კომისიას მიმართა განცხადებით (08.05.2003), საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
2003 წლის 13 ივნისს მოხდა საკითხის ზეპირი მოსმენა, სადაც აღინიშნა, რომ ინდივიდუალური საწარმო მიხეილ კიკნაძე-წყნეთი TV„-ს ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ტექნიკური პროექტი, სარეგისტრაციო და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები) შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ.გ.„ ქვეპუნქტისა და 453-ე მუხლის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ლიცენზია N1360 ინდივიდუალური საწარმო მიხეილ კიკნაძე-წყნეთი TV„-ს საკაბელო სტრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურებაზე (თან ერთვის):
2. ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საკაბელო სატრანზიტო ტელერადიოსამაუწყებლო ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის საგანი: საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა დაბა წყნეთში წარმოდგენილი ტექნიკური პროექტის შესაბამისად.
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
