გადაწყვეტილება N 287 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივნისი 27, 2003
მიღების თარიღი ივნისი 27, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის N 28 სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ
2003 წლის 27 ივნისის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომში „კომისია”) N 28 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის მე-7 საკითხზე (შპს „ვეზირისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ) დამატებითი ინფორმაციის წარმოუდგენლობის მიზეზით, კომისიამ კენჭისყრის შედეგად ერთხმად
გადაწყვიტა:
1. გადაიდოს N 28 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მე-7 საკითხის (შპს „ვეზირისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ) განხილვა დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენამდე.
2. დამტკიცდეს კომისიის N 28 სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი ცვლილების გათვალისწინებით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ( ი. ხარებავა).
კომისიის თვმჯდომარე: ვ. აბაშიძე
