წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 300 შპს ტელეკომპანია“საქართველოს ხმა”-ს N 705 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 300 / 9

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2003

მიღების თარიღი ივნისი 27, 2003

შპს ტელეკომპანია„საქართველოს ხმა”-ს N 705 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელეკომპანია „საქართველოს ხმამ”  კომპანიის N705 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს ტელეკომპანია „საქართველოს ხმამ” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია – N 705, რომელიც ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობას 50-ე დეციმეტრულ  არხზე 1 კვტ-ის სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. თბილისი და მიმდებარე ტერიტორია).

შპს ტელეკომპანია „საქართველოს ხმამ” კომისიის N216, 13.04.2001 წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განისაზღვროს შპს ტელეკომპანია „საქართველოს ხმას” N 705 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 48 411 (ორმოცდარვა ათას ოთხას თერთმეტი) ლარით.

2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (9682,2 ლარი) გადახდა  გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

ბანკი

სკბ „TBC-ბანკი”

კოდი

220101830

ანგარიშის N

609326

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (4841,1 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის კავშირი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო მოსაკრებელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

4. უზრუნველყოს შპს ტელეკომპანია „საქართველოს ხმამ”  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

5. უზრუნველყოს შპს ტელეკომპანია „საქართველოს ხმამ”  სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                          ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები