გადაწყვეტილება N 305 შპს “სამეგრელოს”- ს N 419 და N 420 ლიცენზიების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2003
მიღების თარიღი ივნისი 27, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „სამეგრელომ” კომპანიის N 419 და N 420 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „სამეგრელოს” სახელზე გაცემული იყო ლიცენზიები - N419 და N420.
N 419 ლიცენზია ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობას 21-ე სატელევიზიო არხზე 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. ზუგდიდი);
N 420 ლიცენზია ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობას 30-ე სატელევიზიო არხზე 200 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. სენაკი);
შპს „სამეგრელომ” კომისიის N239 13.04.2001 წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განისაზღვროს შპს „სამეგრელოს” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა ლიცენზიების მიხედვით:
ა) N 419 ლიცენზიისათვის - საწყისი ოდენობა 23 380,31 (ოცდასამი ათას სამას ოთხმოცი) ლარით;
საწყისი ოდენობის 20% - 4 676,06 ლარი;
საწყისი ოდენობის 10% - 2 338,03 ლარი.
ბ) N 420 ლიცენზიისათვის - საწყისი ოდენობა 7 793,44 (შვიდი ათას შვიდას ოთხმოცდაცამეტი) ლარით;
საწყისი ოდენობის 20% - 1 558,69 ლარი;
საწყისი ოდენობის 10% - 779,34 ლარი.
2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
|
ბანკი |
სკბ „TBC-ბანკი” |
|
კოდი |
220101830 |
|
ანგარიშის N |
609326 |
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის კავშირი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო მოსაკრებელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141107 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
4. უზრუნველყოს შპს „სამეგრელომ” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
5. უზრუნველყოს შპს „სამეგრელომ” თითოეული ლიცენზიისათვის შესაბამისი სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
