გადაწყვეტილება N 306 შპს “ინფორმკავშირი”- ს N 57 და N 323 ლიცენზიების მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2003
მიღების თარიღი ივნისი 27, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ინფორმკავშირმა” კომპანიის N 57 და N 323 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ინფორმკავშირის” სახელზე გაცემული იყო ლიცენზიები N 57 და N 323.
N 57 ლიცენზია ითვალისწინებდა რადიო მაუწყებლობას 102,000 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 15 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით (ქ. ზესტაფონი და მიმდებარე სოფლები);
N 323 ლიცენზია ტელემაუწყებლობას მე-9 არხზე 30 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით;
შპს „ინფორმკავშირმა” კომისიის N44 16.02.2001 წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. განისაზღვროს შპს „ინფორმკავშირს” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა ლიცენზიების მიხედვით:
ა) N 57 ლიცენზიისათვის - საწყისი ოდენობა 2 126,25 (ორი ათას ას ოცდაექვსი) ლარით;
საწყისი ოდენობის 20% - 425,25 ლარი;
საწყისი ოდენობის 10% 212,63 ლარი.
ბ) N 323 ლიცენზიისათვის - საწყისი ოდენობა 16 503,75 (თექვსმეტი ათას ხუთას სამი) ლარით;
საწყისი ოდენობის 20% - 3 300,75 ლარი;
საწყისი ოდენობის 10% 1 650,38 ლარი.
2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
|
ბანკი |
სკბ „TBC-ბანკი” |
|
კოდი |
220101830 |
|
ანგარიშის N |
609326 |
3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის კავშირი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო მოსაკრებელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141107 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
4. უზრუნველყოს შპს „ინფორმკავშირმა” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
5. უზრუნველყოს შპს „ინფორმკავშირმა” თითოეული ლიცენზიისათვის შესაბამისი სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).
კომისიის თავმჯდომარე: ვ.აბაშიძე
