გადაწყვეტილება N 319 შპს “საქართველოს თრანქული სისტემისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლუატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2003
მიღების თარიღი ივლისი 04, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს თრანქულმა სისტემამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს 1997 წლის 24 ოქტომბრის N 5ა/4-1395 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 46”a”, 16.06.03) რადიოგადამცემი სატარებელი სადგურების ექსპლოატაციაზე ნებართვის მიღების შესახებ. შპს „საქართველოს თრანქული სისტემა” ლიცენზის (N 703, 04.08.1998) პირობების შესაბამისად აწარმოებს თრანქული სატელეფონო ქსელით მომსახურებას საქართველოს ტერიტორიაზე, გავლილი აქვს ხელახალი რეგისტრაცია და შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „საქართველოს თრანქულ სისტემას” რადიოგადამცემი სატარებელი სადგურების ექსპლუატაციაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;
2. უზრუნველყოს შპს „საქართველოს თრანქულმა სისტემამ” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
მ/წ 4 ივლისის N გადაწყვეტილების
დანართი
შპს ინტერსექურითი-ჯორჯია„
|
1. GP-600 479 HYA 3344 2. GP-680 749 TBEQ 430 3. GP-680 749 TBE 6286 |
ტელესამაუწყებლო კომპანია მე-9 არხი„
შპს საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია„
საქართველოს კონტროლის პალატა
