წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 32 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 5 სხდომის დღის წესრიგის პირველი, მეექვსე და მერვე საკითხების გადატანის შესახებ

ნომერი: 32 / 17

გამოქვეყნების თარიღი იანვარი 24, 2003

მიღების თარიღი იანვარი 24, 2003

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2003 წლის N 5 სხდომის

 დღის წესრიგის პირველი, მეექვსე და მერვე საკითხების გადატანის შესახებ

  

2003 წლის 24 იანვრის N 5 სხდომაზე წარმოდგენილი დღის წესრიგის პროექტის ზოგიერთ საკითხზე მოწვეულ პირთა გამოუცხადებლობის, დამატებითი მასალების მოძიების, მათი შემდგომი გაანალიზებისა და შეჯერების მიზნით საქართველოს   კომუნიკაციების  ეროვნულმა  კომისიამ

 

გადაწყვიტა:

 

1. 2003 წლის 24 იანვრის N 5 სხდომის დღის წესრიგის პროექტის პირველი საკითხი        (შპს „ახალ ქსელებსა” და შპს „მაგთიკომს” შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის შესახებ) გადატანილ იქნეს 2003 წლის 31 იანვრის N 6 სხდომის დღის წესრიგის პროექტში.

2. 2003 წლის 24 იანვრის N 5 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მეექვსე საკითხი (საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის „საქართველოს ტელევიზია და რადიომაუწყებლობა” ტელერადიომაუწყებლობის განსახორციელებლად სიხშირული არხებისა და სამუშაო სიხშირეების მინიჭების შესახებ) გადატანილ იქნეს წარმოდგენილი მონაცემების საბოლოო დაზუსტებამდე.

3. 2002 წლის 24 იანვრის N 5 სხდომის დღის წესრიგის პროექტის მერვე საკითხი – „სიხშირული სპექტრის გამოყენებით ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ”, გადატანილ  იქნეს 2003 წლის 7 თებერვლის N 7 სხდომის დღის წესრიგის პროექტში.

4. უზრუნველყოს კომისიის პროგრამისტმა (დ. ჭანკოტაძე) ინტერნეტში კომისიის გვერდზე დღის წესრიგის პროექტების ოპერატიულად გამოქვეყნება.

5. გადაწყვეტილება  შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში              (ქ. თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;

6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის საქმეთა მმართველს ( ი. ხარებავა).

კომისიის თავმჯდომარე:                                            ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები