გადაწყვეტილება N 320 შპს “ტექნო მედიისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2003
მიღების თარიღი ივლისი 04, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ტექნო მედიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 დეკემბრის N 2/4-3018 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 96; 15.06.03.) მაღალსიხშირული მოწყობილობების (რადიოსარელეო სადგურები) ექსპლოატაციაზე ნებართვის გაცემის შესახებ. მაღალსიხშირული მოწყობილობები საქართველოში შემოტანილი იქნა კომისიას მიერ გაცემული ნებართვის (კომისიის გადაწყვეტილება N 464/7; 29.11.02) საფუძველზე. რადიოსარელეო ხაზები განსაზღვრულია სტუდიიდან და მოძრავი სატელევიზიო სადგურებიდან ტელეგადამცემი სადგურისთვის სიგნალის მისაწოდებლად და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიურ დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს „ტექნო მედიას” მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე დანართში (თან ერთვის) მითითებული ჩამონათვალის მიხედვით;
2.უზრუნველყოს შპს „ტექნო მედიამ” მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3.შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის
2003 წლის 4 ივლისის N გადაწყვეტილების
დანართი
მაღალსიხშირული მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლები:
|
N |
განთავსების ადგილი |
სარელეო აპარატურის ტიპი |
სარხნო N |
სიმძლავრე (ვტ) |
სიხშირე (მგჰც) |
|
1 |
ქ.თბილისი, მ.ალექსიძის 3. |
AL13D4E1 |
Reg№60472405 |
0.1 |
12877 |
|
2 |
ქ. თბილისი მოძრავი„ |
PTV |
№8525200990 SAA980600300 |
1 |
12905 |
|
3 |
ქ. თბილისი მოძრავი„ |
PTV |
№852910400 SAA980600352 |
1 |
13031 |
|
4 |
ქ. თბილისი მოძრავი„ |
PTV |
PTVPR90 №852910400-1 SAA980600299 |
1 |
13199 |
