გადაწყვეტილება N 321 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2003
მიღების თარიღი ივლისი 04, 2003
სიხშირეების მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომისიას მიმართა განცხადებით (N 49/1-351, 19.06.03) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. დსთ-ს ქვეყნების საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სახელმწიფოთაშორისო სისტემის შექმნის შესახებ დებულების თანახმად (22.03.96) განსაზღვრულ სიხშირეებზე უნდა განხორციელდეს რადიოკავშირი სამაშველო ჯგუფებს შორის მსხვილმაშტაბიანი ან ტრანსსასაზღვრო საგანგებო სიტუაციის არსებობის შემთხვევაში.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ულტრამოკლეტალღოვანი დიაპაზონის 143.425 მგჰც, 144.325მგჰც, 145.125 მგჰც, 145.375 მგჰც, 145.975 მგჰც, 147.425 მგჰც და მოკლეტალღაოვანი დიაპაზონის 6841 კჰც, 7943კჰც, 14440 კჰც და14452 კჰც სიხშირეები;
2. აღირიცხოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
