წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 322 შპს “ინფოტელის” N 725 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და N728 ლიცენზიის ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 322 / 6

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2003

მიღების თარიღი ივლისი 04, 2003

შპს „ინფოტელის” N 725 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და N728 ლიცენზიის ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში კომისია) განცხადებით მიმართა შპს „ინფოტელმა” კომპანიის N725 და N728 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ინფოტელის” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N725, რომელიც ითვალისწინებდა მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურებას თანამგზავრული სისტემის გამოყენებით და ლიცენზია N728, რომელიც ითვალისწინებდა საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით მომსახურებას.

შპს „ინფოტელმა” კომისიის N11, 25.01.2001წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია.

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და კომპანიის მიერ წარმოდგენილია სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. შპს „ინფოტელის” N 725 ლიცენზიას გაუგრძელდეს მოქმედების ვადა 2013 წლის 29 ივლისამდე;

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;

4. განისაზღვროს შპს „ინფოტელის” N 728 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 27 740,0 (ოცდაშვიდი ათას შვიდას ორმოცი) ლარით;

5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (5 548 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

ბანკი

სკბ „TBC-ბანკი”

კოდი

220101830

ანგარიშის N

609326

6. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (2 774 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის კავშირი

დანიშნულება

კავშირგაბმულობის სალიცენზიო მოსაკრებელი

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

7. უზრუნველყოს შპს „ინფოტელმა” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

8. უზრუნველყოს შპს „ინფოტელმა” სალიცენზიო მოსაკრებლის (3 000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

10. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე).

კომისიის თავმჯდომარე:                                                      ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები