გადაწყვეტილება N 323 შპს “ჯეონეთი”-სათვის საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 04, 2003
მიღების თარიღი ივლისი 04, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ რიგმა კომპანიებმა კომისიას მიმართეს განცხადებით კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის თანახმად, კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზია გაიცემა კონკურსის წესით.
მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, კომისიის 2002 წლის 29 ნოემბრის N473 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. სალიცენზიო ღირებულების საწყისი ოდენობა განისაზღვრა 24160 ლარით, ხოლო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა 2002 წლის 2 დეკემბრიდან 2003 წლის 19 მაისამდე. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.
დადგენილ ვადებში განაცხადი კონკურსში მონაწილეობისთვის წარმოადგინეს შ.პ.ს.”მაკროკომმა”, შ.პ.ს. ჯეონეთმა„ და შ.პ.ს. ”ულტრა კომუნიკაციებმა”. კომპანიების მიერ წარმოდგენილი განაცხადები და დოკუმენტაცია შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
საკონკურსო სხდომა გაიმართა 2003 წლის 16 მაისს. საკონკურსო სხდომას ესწრებოდნენ კომპანიების უფლებამოსილი პირები. კონკურსის მსვლელობისას სალიცენზიო გადასახდელის ოდენობა საწყისი ღირებულებიდან (24160 ლარი) გაიზარდა 41 000 ლარამდე, რის შემდეგაც შპს მაკროკომის„ წარმომადგენელმა (ნ. ესაკია) უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე. დარჩენილი ორი მონაწილე თანმიმდევრობით ზრდიდნენ თანხას, კონკურსი შეწყდა მას შემდეგ, რაც შპს ჯეონეთის„ წარმომადგენელმა (ა. ქევხიშვილი) დააფიქსირა 85 000 ლარი და შპს ”ულტრა კომუნიკაციების„ წამომადგენელმა (გ. ჩლაიძე) უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობის გაგრძელებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ჯეონეთი„, რომელმაც თანხმობა განაცხადა გადაიხადოს 85 000 (ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი.
კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის N 219/10 გადაწყვეტილების თანახმად, შპს ჯეონეთმა„ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ი (17 000 ლარი) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (2 416 ლარი) გამოკლებით - 14584 ლარი ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის 10 % ანუ 8 500 (რვაათას ხუთასი) ლარი ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბ.ბ„ ქვეპუნქტის, 36 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ა/წლის 23 მაისის საკონკურსო სხდომის N 219/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N1362 ლიცენზია შ.პ.ს. „ჯეონეთს” საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: ადგილობრივი, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით, საკაბელო ტელერადიომაუწყებლობით, მონაცემთა გადაცემისა და ინტერნეტის ქსელით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება;
ნუმერაციის რესურსი: გამოეყოს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირების დასამყარებლად კოდი 8-60 (რვა-ექვსი-ნული);
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
3. სალიცენზიო გადასახდელის დარჩენილი 70%-ის (59 500 ლარი) გადახდა მოხდეს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე - საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი 220101107, სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის სპეციალური ანგარიში N000141107, კოდი 9051 (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სალიცენზიო გადასახდელის კოდი), შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
6611,11 - ლარი - 2004 წლის 4 აგვისტომდე;
6611,11 - ლარი - 2005 წლის 4 აგვისტომდე;
6611,11 - ლარი - 2006 წლის 4 აგვისტომდე;
6611,11 - ლარი - 2007 წლის 4 აგვისტომდე;
6611,11 - ლარი - 2008 წლის 4 აგვისტომდე;
6611,11 - ლარი - 2009 წლის 4 აგვისტომდე;
6611,11 - ლარი - 2010 წლის 4 აგვისტომდე;
6611,11 - ლარი - 2011 წლის 4 აგვისტომდე;
6611,11 - ლარი - 2012 წლის 4 აგვისტომდე;
5. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
