გადაწყვეტილება N 324 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელ კომპანიებში საერთაშორისო ტრაფიკთან დაკავშირებული ფინანსურ-ეკონომიკური მონაცემების შემოწმების შესახებ “საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2003
მიღების თარიღი ივლისი 11, 2003
საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელ კომპანიებში საერთაშორისო ტრაფიკთან დაკავშირებული ფინანსურ-ეკონომიკური მონაცემების შემოწმების შესახებ
„საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილების, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელ კომპანიებში საერთაშორისო ტრაფიკთან დაკავშირებული ტექნიკური და ფინანსურ-ეკონომიკური მონაცემების, კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების შესაბამისად განსაზღვრული ვალდებულებების, აგრეთვე, სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში-კომისია) აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე„ კომისიის დადგენილების პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება შპს „საქართველოს ტელეკომის” და სს „ეგრისის” წერილების საფუძველზე დაიწყო.აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო სატელეფონო ზღვრული ტარიფების დაცვის ტექნიკური და ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების შესაბამისად განსაზღვრული ვალდებულებების, აგრეთვე, სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შესწავლა, გაანალიზება და განზოგადება.
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ი” ქვეპუნქტისა და 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” პუნქტის, 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო სატელეფონო ზღვრული ტარიფების დაცვის, ლიცენზიის მფლობელთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის ფაქტობრივ მონაცემებთან
შესაბამისობის, კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებით დამტკიცებული
„კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების შესაბამისად განსაზღვრული ვალდებულებების, აგრეთვე, სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების მიზნით, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. შეიქმნას სამუშაო ჯგუფი კომისიის აპარატის შემდეგი თანამშრომლების შემადგენლობით: რ. სვანიძე (ჯგუფის ხელმძღვანელი), გ. გიორგაძე, მ.გოთოშია, ი. აბულაძე, ე.ასანიძე.
2. დაევალოთ სამუშაო ჯგუფის წევრებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-6 თავის („კომისიის მიერ შემოწმების ჩატარებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესახებ”) შესაბამისად, 2003 წლის 4 აგვისტოდან განახორციელონ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო სატელეფონო კავშირის ზღვრული ტარიფების დაცვის, ლიცენზიის მფლობელთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის ფაქტობრივ მონაცემებთან შესაბამისობის, კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების შესაბამისად განსაზღვრული ვალდებულებების, აგრეთვე, სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმება საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელ კომპანიებში (დანართი N1).
3. მიენიჭოთ ერთობლივად სამუშაო ჯგუფის წევრებს : რ.სვანიძეს, გ.გიორგაძეს, მ.გოთოშიას, ი.აბულაძეს, ე.ასანიძეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება, საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების შემოწმებისას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 144/1-144/9 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევათა გამოვლენის შემთხვევაში.
4. ეთხოვოთ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების (დანართი N1) ხელმძღვანელ პირებს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ხელშეწყობა, თანდართული საკითხთა ჩამონათვალით (დანართი N2) განსაზღვრული, სამუშაო ჯგუფის მიერ მოთხოვნილი სხვა აუცილებელი ინფორმაციის და დოკუმენტაციის მიწოდების უზრუნველყოფა.
5. სამუშაო ჯგუფმა უზრუნველყოს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების შემოწმების შედეგების გაანალიზება და განზოგადება, ყველა დაინტერესებული პირისათვის, მათ შორის, კომისიის 2002წ 2 აგვისტოს N287/11 გადაწყვეტილებით შექმნილი მონიტორინგის ჯგუფისათვის ხელმისაწვდომობა.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
6. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ეკონომიკურ სამსახურს (გ. ბუთბაია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის 2003წ 4 ივლისის №324/17 გადაწყვეტილების დანართი N1
|
N |
ლიცენზიის N |
საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირით მომსახურებაზე
ლიცენზიის მფლობელი ორგანიზაციები |
|
1 |
15 |
შპს „საქართველოს ტელეკომი„ |
|
2 |
339 |
შპს მაგთიკომი„ |
|
3 |
345 |
სს ეგრისი„ |
|
4 |
376 |
შპს ინფოკომი„ |
|
5 |
586 |
შპს გლობალ ერთი„ |
|
6 |
728 |
შპს ინფოტელი„ |
|
7 |
813 |
შპს მაკროკომი„ |
|
8 |
829 |
შპს კავკასიის ციფრული ქსელები„ |
|
9 |
843 |
შპს კეთილი ნების კომუნიკაციები„ |
|
10 |
849 |
სს საქართველოს ელექტროკავშირი„ |
|
11 |
878 |
შპს საქტელკომ პლიუსი„ |
|
12 |
1125 |
შპს GTC ინტერნაციონალი„ |
|
13 |
1161 |
შპს საქალაქთაშორისო სატელეფონო კავშირის ცენტრი„ |
|
14 |
1184 |
შპს ლაგი„ |
|
15 |
1191 |
შპს ჯეოსელი„ |
|
16 |
1207 |
შპს ულტრა კომუნიკაციები„ |
|
17 |
1210 |
შპს ინტერნეტი ყველასათვის„ |
|
18 |
1216 |
შპს ხეთა„ |
|
19 |
1260 |
შპს რუსთავი 2 ონლაინი„ |
|
20 |
1275 |
შპს აიეტი„ |
|
21 |
1283 |
შპს საქართველოს ცენტრალური კავშირგაბმულობის კორპორაცია„ |
|
22 |
1285 |
შპს ვანექსი„ |
|
23 |
1289 |
შპს კავკასუს ნეთვორქი„ |
|
24 |
1303 |
ტარო ბ.ვ.ი. ინვესტმენტ ინკ„-ის წარმომადგენლობა საქართველოში |
|
25 |
1297 |
შპს ინტელკომი„ |
|
26 |
1298 |
შპს ტრანსკომი„ |
|
27 |
1306 |
შპს ST Georgia„ |
|
28 |
1330 |
შპს რეალკომი„ |
|
29 |
1332 |
შპს საქტელი„ |
|
30 |
1345 |
შპს ახტელი„ |
