გადაწყვეტილება N 328 წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2003
მიღების თარიღი ივლისი 11, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა კომისიას მიმართა განცხადებით (10.07.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N AWB 55584997905) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. მაღალსიხშირული მოწყობილობები (მობილური რადიოსადგურები, შემადგენელი და სათადარიგო ნაწილებით) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N AWB 55584997905) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
