წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 330 შპს “ჯი ბი ეს”-ისთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 330 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2003

მიღების თარიღი ივლისი 11, 2003

შპს „ჯი ბი ეს”-ისთვის  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ჯი ბი ეს”-ისთვის (რეგისტრირებული ქ. თბილისის  კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 21 მარტის N 06/4-652 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (06.07.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N FRT-RT-VZR003, 28.05.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს „ჯი ბი ეს”-ს კომისიის გადაწყვეტილებით (N 133/13, 28.03.03.) მინიჭებული აქვს სიხშირეები რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის. მაღალსიხშირული მოწყობილობები (მობილური რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს აღნიშნულ ქსელში ფუნქციონირებისთვის.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა შპს „ჯი ბი ეს”-ს  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე  თანდართული დოკუმენტაციით (N FRT-RT-VZR003, 28.05.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს შპს „ჯი ბი ეს”-მა აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე  ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობის შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

                 კომისიის თავმჯდომარე                                                  ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები