გადაწყვეტილება N 331 შპს „ORIENT LOGIC”- სთვის მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2003
მიღების თარიღი ივლისი 11, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს ORIENT LOGIC”-მა (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 20 ნოემბრის N 2/4-191 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 56, 10.07.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 786 2951, 29.06.03 და N 555-8315 7815) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (მობილური ტელეფონები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს ORIENT LOGIC”-ს შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 786 2951, 29.06.03 და N 555-8315 7815) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში;
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
