გადაწყვეტილება N 334 შპს “მზეს” N 1302 ლიცენზიის გაუქმების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2003
მიღების თარიღი ივლისი 11, 2003
შპს „მზეს” N 1302 ლიცენზიის გაუქმების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „მზემ” 2003 წლის 2 ივნისს კომისიას მიმართა განცხადებით (N 51/2003) და მოითხოვა მისი N 1302 ლიცენზიის გაუქმება, ვინაიდან ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას საფოსტო კავშირით მომსახურებას, კომპანია არ ახორციელებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ბ„ ქვეპუნქტის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გაუქმდეს შპს „მზეს” N 1302 ლიცენზია ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნის გამო;
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;
3. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაუქმების თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ.გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
