წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 337 “საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ნომერი: 337 / 9

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 11, 2003

მიღების თარიღი ივლისი 11, 2003

„საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე„

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე„ კომისიის დადგენილების პროქტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება კომისიამ დაიწყო შპს „საქართველოს ტელეკომის” და  სს „ეგრისის” წერილების საფუძველზე.

დადგენილების პროექტის განხილვის მიზნით 2003 წლის 27 ივნისს ჩატარდა ზეპირი მოსმენა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. განხილვის შედეგად გამოიკვეთა მოსაზრება, რომ „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ობიექტური გადაწყვეტილების მიღების მიზნით, აუცილებელია საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის  2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების ზღვრული ტარიფების დაცვის ტექნიკური და ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების შესაბამისად განსაზღვრული ვალდებულებების, აგრეთვე, სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შესწავლა, გაანალიზება და განზოგადება.

 აღნიშნულის გათვალისწინებით, კომისიის 2003 წლის 4 ივლისის N324/17 გადაწყვეტილებით, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ი” ქვეპუნქტისა და 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” პუნქტის,  46-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი კომისიის აპარატის შემდეგი თანამშრომლების შემადგენლობით: რ. სვანიძე (ჯგუფის ხელმძღვანელი), მ. გოთოშია (ტექნიკური სამსახური), ი. აბულაძე (ბუღალტერია), ე. ასანიძე (იურიდიული სამსახური), გ. გიორგაძე (ეკონომიკური სამსახური), რომელსაც დაევალა,  2003 წლის  4  აგვისტოდან  მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების მე-6 თავის („კომისიის მიერ შემოწმების ჩატარებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შესახებ”) შესაბამისად, განახორციელონ საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო სატელეფონო კავშირის ზღვრული ტარიფების დაცვის, ლიცენზიის მფლობელთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის ფაქტობრივ მონაცემებთან შესაბამისობის, კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების შესაბამისად განსაზღვრული ვალდებულებების, აგრეთვე, სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმება საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელ კომპანიებში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 115-ე მუხლის მე-5 პუნქტის,  მე-100 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად

კომისიამ გადაწყვიტა:

1. „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის 2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე დადგენილების მიღების მიზანშეწონილობა განხილულ იქნეს საქალაქთაშორისო და საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ „საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურების ზღვრული ტარიფების დამტკიცების თაობაზე” კომისიის  2001 წლის 22 მაისის N5 დადგენილებით განსაზღვრული საერთაშორისო სატელეფონო მომსახურების ზღვრული ტარიფების დაცვის ტექნიკური და ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების, კომისიის 2001 წლის 10 ივლისის N6 დადგენილებით დამტკიცებული „კავშირგაბმულობის ქსელების ურთიერთჩართვის შესახებ” დებულების შესაბამისად განსაზღვრული ვალდებულებების, აგრეთვე, სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შესწავლის, გაანალიზებისა და განზოგადების შედეგების გათვალისწინებით.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

     3. კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ეკონომიკურ სამსახურს (გ. ბუთბაია).

        

        

         კომისიის თავმჯდომარე                                  ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები