გადაწყვეტილება N 340 ბრიტანული ჰუმანიტარული ორგანიზაცია “ჰალო ტრასტისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 18, 2003
მიღების თარიღი ივლისი 18, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ ბრიტანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „ჰალო ტრასტმა” კომისიას მიმართა განცხადებით (17.07.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციების (N 008794, 29.05.03 და N 8 917549, 12.06.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი რადიოსადგურები და სათადარიგო ნაწილები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა ბრიტანულ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „ჰალო ტრასტს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციებით (N 008794, 29.05.03 და N 8 917549, 12.06.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2. უზრუნველყოს ბრიტანულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ „ჰალო ტრასტმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3. აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
