გადაწყვეტილება N 357 შპს „საქართველოს საზღვაო სანაოსნოსთვის“ სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 357 / 13

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2003

მიღების თარიღი ივლისი 25, 2003

შპს „საქართველოს საზღვაო სანაოსნოსთვის„ სიხშირეების მინიჭების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს „საქართველოს საზღვაო სანაოსნომ„ კომისიას მიმართა განცხადებით (N 06/160, 21.07.03.) სიხშირეების მინიჭების თაობაზე. ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის რადიორეგლამენტის დამატება 17-ის ნაწილი 2-ის სიხშირეთა განაწილების ცხრილის შესაბამისად სიხშირეები განსაზღვრულია სანაპირო რადიოსადგურსა და საზღვაო ხომალდებს შორის რადიოკავშირისთვის და გამოყენებული უნდა იყოს დუპლექსური რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით ქ. ბათუმის ტერიტორიიდან.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ„ ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიენიჭოს შპს „საქართველოს საზღვაო სანაოსნოს„ 8.228 მგჰც; 8.752 მგჰც; 12.242 მგჰც;       13.089 მგჰც; 16.447 მგჰც და 17.329 მგჰც სიხშირეები ქ. ბათუმის ტერიტორიიდან რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;

2.შეტანილი იქნეს შპს „საქართველოს საზღვაო სანაოსნოსთვის„ მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ზ. გონჯილაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს „საქართველოს საზღვაო სანაოსნომ„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „საქართველოს საზღვაო სანაოსნოსთვის„ სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კონონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;     

6.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ.ძაგნიძე).

         კომისიის თავმჯდომარე                                                                   ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები