გადაწყვეტილება N 358 შპს „მანასთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 358 / 7

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2003

მიღების თარიღი ივლისი 25, 2003

შპს „მანასთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობების  საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

             საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „მანამ„ კომისიას მიმართა განცხადებით (24.07.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 3696; 03.07.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (მობილური ტელეფონები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე.

            „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.  მიეცეს ნებართვა შპს „მანას„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 3696; 03.07.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის უწყებრივ სანებართვო რეესტრში;

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

4.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

           

  

         კომისიის თავმჯდომარე                                                                        ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები