წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 363 შპს “რადიო საქართველოს” ¹ ¹ 540, 541, 542, 543, 544 და 636 ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ

ნომერი: 363 / 6

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2003

მიღების თარიღი ივლისი 25, 2003

შპს „რადიო საქართველოს” N N 540, 541, 542, 543, 544 და 636 ლიცენზიების  მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „რადიო საქართველომ” კომპანიის  ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „რადიო საქართველოს” სახელზე გაცემული იყო ლიცენზიები –N N 540, 541, 542, 543, 544 და 636.

 

N 540 ლიცენზია ითვალისწინებდა რადიო მაუწყებლობას 106,9 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 1000 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ქუთაისში;

N 541 ლიცენზია – რადიო მაუწყებლობას 106,9 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 1000 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ბათუმში;

N 542 ლიცენზია – რადიო მაუწყებლობას 106,9 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 1000 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ხაშურში;

N 543 ლიცენზია – რადიო მაუწყებლობას 106,9 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 500 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.ახალციხეში;

N 544 ლიცენზია – რადიო მაუწყებლობას 106,9 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 500 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.თელავი;

N 636 ლიცენზია - რადიო მაუწყებლობას 103,4 მგჰც სამუშაო სიხშირეზე 1000 ვატი სიმძლავრის გამოყენებით  ქალაქებში ქუთაისში, ხაშურში და ბათუმში; ქალაქებში ახალციხე, თელავი - 500 ვატი სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით.

შპს „რადიო საქართველომ”  კომისიის N 36 (20.12. 2000 წ.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ კომისიის N 228, 23.05.2003 წ. და N 274 13.06.03. გადაწყვეტილებებით განისაზღვრა შპს „რადიო საქართველოს” N N 540, 541, 542, 543, 544 და 636 ლიცენზიების  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.

  შპს „რადიო საქართველოს” მიერ გადახდილია:

ა) N 540 ლიცენზიისთვის - სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (8 910,00 ლარი) 20% - 1 782,00 ლარი კომისიის ანგარიშზე;

სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (8 910,00 ლარი) 10% – 891,00 ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

ბ) N 541 ლიცენზიისთვის –სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (8 910,00 ლარი) 20% - 1 782,00 ლარი კომისიის ანგარიშზე;

სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (8 910,00 ლარი) 10% – 891,00 ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

გ) N 542 ლიცენზიისთვის – სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (6 682,50 ლარი) 20% - 1 336.50 ლარი კომისიის ანგარიშზე;

სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (6 682,50 ლარი) 10% – 668,25 ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

დ) N 543 ლიცენზიისთვის – სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (4 050,00 ლარი) 20% - 810,00 ლარი კომისიის ანგარიშზე;

სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (4 050,00 ლარი) 10% – 405,00 ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

ე) N 544 ლიცენზიისთვის – სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (5 265.00 ლარი) 20% - 1 053,00 ლარი კომისიის ანგარიშზე;

სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (5 265.00 ლარი) 10% – 526,50 ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

ვ)  N 636 ლიცენზიისთვის – სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (33 817.50 ლარი) 20% - 6 763,50 ლარი კომისიის ანგარიშზე;

სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის (33 817.50 ლარი) 10% – 3381,75 ლარი სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „რადიო საქართველოს” N N 540, 541, 542, 543, 544 და 636 ლიცენზიებს  2013 წლის 1 მაისამდე;

2. მოდიფიცირებულ იქნეს შპს „რადიო საქართველოს” N N 540, 541, 542, 543, 544 და 636 ლიცენზიები  და ლიცენზიების სახე, სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) N 540 ლიცენზიისთვის

„ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ქუთაისში.„

ბ) N 541 ლიცენზიისთვის

„ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ბათუმში.„

გ) N 542 ლიცენზიისთვის

 

„ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ხაშურში.„

დ) N 543 ლიცენზიისთვის

„ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. ახალციხეში.„

ე) N 544 ლიცენზიისთვის

„ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: რადიომაუწყებლობა 106.9 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ. თელავში.„

ა) N 636 ლიცენზიისთვის

„ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით მომსახურება;

ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;

ლიცენზიის საგანი: რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 1 კვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქალაქებში ქუთაისი, ხაშური და ბათუმში; რადიომაუწყებლობა 103.4 მგჰც სიხშირეზე 500 ვტ. სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქალაქებში ახალციხე და თელავი.„

3. შპს „რადიო საქართველო„ ვალდებულია:

მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, „რეკლამის შესახებ„, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;

კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

კვირაში ერთხელ გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;

თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;

გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი (შესაბამისი ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ);

დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;

უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;

კომისიას წარუდგინოს მის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;

კომისიას წარუდგინოს ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს რეგულირების საფასური კომისიის ანგარიშზე;

კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;

   რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის     შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;

ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ორი თვით ადრე;

4. ლიცენზიების სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (47344,50 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (47344,50 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

ა) N 540 ლიცენზიისთვის - სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (6237 ლარი):

693  ლარი    - 2004 წლის 1 ივნისამდე;

693  ლარი    - 2005 წლის 1 ივნისამდე;

693  ლარი    - 2006 წლის 1 ივნისამდე;

693  ლარი    - 2007 წლის 1 ივნისამდე;

693  ლარი    - 2008 წლის 1 ივნისამდე;

693  ლარი    - 2009 წლის 1 ივნისამდე;

693  ლარი    - 2010 წლის 1 ივნისამდე;

693  ლარი    - 2011 წლის 1 ივნისამდე;

693  ლარი    - 2012 წლის 1 ივნისამდე;

ბ) N 541 ლიცენზიისთვის - სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (6237 ლარი):

 

693  ლარი    - 2004 წლის 1 ივნისამდე;

693  ლარი    - 2005 წლის 1 ივნისამდე;

693  ლარი    - 2006 წლის 1 ივნისამდე;

693  ლარი    - 2007 წლის 1 ივნისამდე;

693  ლარი    - 2008 წლის 1 ივნისამდე;

693  ლარი    - 2009 წლის 1 ივნისამდე;

693  ლარი    - 2010 წლის 1 ივნისამდე;

693  ლარი    - 2011 წლის 1 ივნისამდე;

693  ლარი    - 2012 წლის 1 ივნისამდე;

გ) N 542 ლიცენზიისთვის - სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (4677,75 ლარი):

519,75  ლარი    - 2004 წლის 1 ივნისამდე;

519,75  ლარი    - 2005 წლის 1 ივნისამდე;

519,75  ლარი    - 2006 წლის 1 ივნისამდე;

519,75  ლარი    - 2007 წლის 1 ივნისამდე;

519,75  ლარი    - 2008 წლის 1 ივნისამდე;

519,75  ლარი    - 2009 წლის 1 ივნისამდე;

519,75  ლარი    - 2010 წლის 1 ივნისამდე;

519,75  ლარი    - 2011 წლის 1 ივნისამდე;

519,75  ლარი    - 2012 წლის 1 ივნისამდე;

დ) N 543 ლიცენზიისთვის - სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (2835 ლარი):

315  ლარი    - 2004 წლის 1 ივნისამდე;

315  ლარი    - 2005 წლის 1 ივნისამდე;

315  ლარი    - 2006 წლის 1 ივნისამდე;

315  ლარი    - 2007 წლის 1 ივნისამდე;

315  ლარი    - 2008 წლის 1 ივნისამდე;

315  ლარი    - 2009 წლის 1 ივნისამდე;

315  ლარი    - 2010 წლის 1 ივნისამდე;

315  ლარი    - 2011 წლის 1 ივნისამდე;

315  ლარი    - 2012 წლის 1 ივნისამდე;

ე) N 544 ლიცენზიისთვის – სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (3685,5 ლარი):

409,50  ლარი    - 2004 წლის 1 ივნისამდე;

409,50  ლარი    - 2005 წლის 1 ივნისამდე;

409,50  ლარი    - 2006 წლის 1 ივნისამდე;

409,50  ლარი    - 2007 წლის 1 ივნისამდე;

409,50  ლარი    - 2008 წლის 1 ივნისამდე;

409,50  ლარი    - 2009 წლის 1 ივნისამდე;

409,50  ლარი    - 2010 წლის 1 ივნისამდე;

409,50  ლარი    - 2011 წლის 1 ივნისამდე;

409,50  ლარი    - 2012 წლის 1 ივნისამდე;

ვ) N 636 ლიცენზიისთვის – სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (23672,25 ლარი):

2630,25  ლარი    - 2004 წლის 1 ივნისამდე;

2630,25  ლარი    - 2005 წლის 1 ივნისამდე;

2630,25  ლარი    - 2006 წლის 1 ივნისამდე;

2630,25  ლარი    - 2007 წლის 1 ივნისამდე;

2630,25  ლარი    - 2008 წლის 1 ივნისამდე;

2630,25  ლარი    - 2009 წლის 1 ივნისამდე;

2630,25  ლარი    - 2010 წლის 1 ივნისამდე;

2630,25  ლარი    - 2011 წლის 1 ივნისამდე;

2630,25  ლარი    - 2012 წლის 1 ივნისამდე;

6. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში;

7. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

9. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                    ვ. აბაშიძე

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები