წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 365 შპს “ობიექტივის” N 499 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 365 / 9

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2003

მიღების თარიღი ივლისი 25, 2003

შპს „ობიექტივის” N 499 ლიცენზიის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს „ობიექტივმა”  კომპანიის N 499 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ლიცენზია N 499 გაცემული იყო ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ტვ-33”-ის სახელზე, რომელიც ითვალისწინებდა სატელევიზიო მაუწყებლობას დეციმეტრული დიაპაზონის 35-ე სატელევიზიო არხი 2 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით    (ქ. თბილისი).

შპს „ტვ 33”-მა კომისიის N 22, 27.11.2000წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს N 5/4-2747, 09.02.2001წ. დადგენილებით შპს „ტვ 33”-ის ნატურით გაყოფის შედეგად შეიქმნა შპს „ობიექტივი”, რომელსაც გადაეცა ლიცენზია N 499.

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. განისაზღვროს შპს „ობიექტივის” N 499 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 52 812 (ორმოცდათორმეტი ათას რვაას თორმეტი) ლარით.

2. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (10 562,20 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

ბანკი

სკბ „TBC-ბანკი”

კოდი

220101830

ანგარიშის N

609326

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (5 281,20 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის კავშირი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო მოსაკრებელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

4. უზრუნველყოს შპს „ობიექტივმა”  სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

5. უზრუნველყოს შპს „ობიექტივმა”  სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

7. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).

კომისიის თავმჯდომარე                                                                ვ. აბაშიძე

 
გაზიარება

მიმაგრებული ფაილები