წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 366 შპს ტელერადიოკომპანია “იბერია ტვ”-ის ¹ 702 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

ნომერი: 366 / 9

გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2003

მიღების თარიღი ივლისი 25, 2003

შპს ტელერადიოკომპანია „იბერია ტვ”-ის N 702 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და მოქმედების ვადის გასაგრძელებლად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობისა და გადახდის წესის განსაზღვრის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა შპს ტელერადიოკომპანია „იბერია ტვ”-მ კომპანიის N 702 ლიცენზიის მოდიფიცირებისა და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „იბერია ტვ”-ს სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N 702, რომელიც  ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობას მე-2 არხზე, 600 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით ქ.თბილისში.

შპს „იბერია ტვ”-მ კომისიის N 45, 29.12.2000 წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

შპს „იბერია ტვ”-ის მიერ დამონტაჟებულია 2 კვტ. სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემი, რომელსაც იყენებს სატელევიზიო მაუწყებლობისთვის ქ. თბილისში. კომისიას მიაჩნია, რომ გადამცემის სრული სიმძლავრით (2 კვტ.) დატვირთვა არ არღვევს ელექტრომაგნიტური თავსებადობის გაწონასწორებულ პირობებს ლიცენზიით განსაზღვრული სამაუწყებლო ზონის ფარგლებს გარეთ. ამასთან, კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გაანგარიშება აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით.

კომისია აღნიშნავს, რომ კომპანიის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 391-ე მუხლის, 36-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მოდიფიცირებულ იქნეს შპს „იბერია ტვ”-ს N702 ლიცენზია და ლიცენზიის სახე სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექრის გამოყენებით საქმიანობა; ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელემაუწყებლობა; ლიცენზიის საგანი: საეთერო საერთო ტელემაუწყებლობა ქ. თბილისში მე-2 სატელევიზიო არხზე 2 კვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით”

2. განისაზღვროს შპს „იბერია ტვ”-ს N 702 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 63 374,4 (სამოცდასამი ათას სამას სამოცდათოთხმეტი) ლარით;

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ის (12 674,88) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

ბანკი

სკბ „TBC-ბანკი”

კოდი

220101830

ანგარიშის N

609326

4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (6 337,44) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი. კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

5. უზრუნველყოს შპს „იბერია ტვ”-მ სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 20%-ისა და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

6. უზრუნველყოს შპს „იბერია-ტვ”-მ სალიცენზიო მოსაკრებლის (1000 ლარი) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების კომისიისათვის წარმოდგენა ერთი თვის ვადაში;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).

        კომისიის თავმჯდომარე                             ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები