გადაწყვეტილება N 367 შიდა ქართლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტისთვის სიხშირის მინიჭების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2003
მიღების თარიღი ივლისი 25, 2003
შიდა ქართლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტისთვის სიხშირის მინიჭების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შიდა ქართლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალურმა დეპარტამენტმა კომისიას მიმართა განცხადებით (#82 16.06.03) ქ. გორში სიხშირის მინიჭების თაობაზე. სიხშირე გამოყენებული უნდა იყოს ქ. გორის ტერიტორიაზე განლაგებული რეგიონალური დეპარტამენტის დაწესებულებებს შორის კომპიუტერული ქსელის მოსაწყობად რადიოსარელეო ხაზის საშუალებით შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიენიჭოს შიდა ქართლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალურ დეპარტამენტს 2442 მგჰც სიხშირე ქ. გორის ტერიტორიაზე რადისარელეო კავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;
2. აღირიცხოს შიდა ქართლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტისთვის მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
3. უზრუნველყოს შიდა ქართლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალურმა დეპარტამენტმა კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
4. კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შიდა ქართლის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის რეგიონალური დეპარტამენტისთვის სიხშირეების მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი კანონმდებლობასთან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
