გადაწყვეტილება N 368 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის, აპარატში საქმისწარმოების შინაგანაწესისა და აპარატის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი ივლისი 25, 2003
მიღების თარიღი ივლისი 25, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის, აპარატში საქმისწარმოების შინაგანაწესისა და აპარატის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას (შემდგომში „კომისია”) კომისიის სხდომების, აპარატის თათბირების მომზადებისა და გამართვის, აგრეთვე კომისიის აპარატის სტრუქტურულ დანაყოფებში საქმიანობის ორგანიზების გაუმჯობესების მიზნით, მიზანშეწონილად მიაჩნია კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის (თან ერთვის), აპარატში საქმისწარმოების შინაგანაწესის ახალი რედაქციის (თან ერთვის) და აპარატის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციის (თან ერთვის) წარმოდგენილი სახით დამტკიცება.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მიღებულ იქნეს ცნობად ინფორმაცია კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტის, აპარატში საქმისწარმოების შინაგანაწესის ახალი რედაქციისა და აპარატის უფროსის თანამდებობრივი ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ;
2. დამტკიცდეს კომისიის აპარატის მუშაობის თანდართული რეგლამენტი;
3. დამტკიცდეს კომისიის აპარატში საქმისწარმოების თანდართული შინაგანაწესი;
4. დამტკიცდეს კომისიის აპარატის უფროსის თანდართული თანამდებობრივი ინსტრუქცია;
5. დაევალოს კომისიის აპარატის სტრუქტურულ დანაყოფებს საქმისწარმოება წარმართონ თანდართული კომისიის აპარატის მუშაობის რეგლამენტისა და საქმისწარმოების შინაგანაწესის შესაბამისად;
6. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის ადმინისტრაციას.
კომისიის თავმჯდომარე ვ.აბაშიძე
