წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 370 გაეროს დამკვირვებელთა მისიისთვის საქართველოში (UNOMIG) მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 370 / 7

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2003

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2003

     გაეროს  დამკვირვებელთა  მისიისთვის  საქართველოში (UNOMIG)  მაღალსიხშირული  მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

            საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) კომისიას მიმართა განცხადებით (23.07.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 25742726073, 16.07.03; N 0307-641, 03.07.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. მაღალსიხშირული მოწყობილობები (საბაზო სადგურის ანტენები, მობილური რაციები და რიპიტერები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელში ფუნქციონირებისთვის.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.      მიეცეს ნებართვა გაეროს დამკვირვებელთა მისიას საქართველოში (UNOMIG), შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 25742726073, 16.07.03; N 0307-641, 03.07.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.      უზრუნველყოს გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში (UNOMIG) აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.      აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.      გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა)  6 თვის ვადაში;  

5.      კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სამაუწყებლო სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

            კომისიის თავმჯდომარე                                                              ვ. აბაშიძე           

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები