გადაწყვეტილება N 375 შპს “ტექნო მედიისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2003
მიღების თარიღი აგვისტო 01, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ტექნო მედიამ” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 27 დეკემბრის N 2/4-3018 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებებით (N 115, 16.07.03. და N 117, 16.07.03.) თანდართული დოკუმენტაციის (სანიტარულ-დაცვითი ზონების პროექტები) შესაბამისად მაღალსიხშირული მოწყობილობების (მოძრავი სატელევიზიო და რადიოსარელეო სადგურები) გამოყენებაზე ნებართვის გაცემის შესახებ. მაღალსიხშირული მოწყობილობები საქართველოში შემოტანილია კომისიის მიერ გაცემული ნებართვის (კომისიის გადაწყვეტილება N 9/7; 10.01.03.) საფუძველზე, ხოლო რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის კომისიის გადაწყვეტილებით (N 85/13, 07.03.02.) გამოყოფილია სიხშირეები. რადიოსარელეო ხაზები განსაზღვრულია სტუდიიდან და მოძრავი სატელევიზიო სადგურიდან ტელეგადამცემი სადგურისთვის სიგნალის მისაწოდებლად და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიურ დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს ნებართვა შპს „ტექნო მედიას” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისად;
2. უზრუნველყოს შპს „ტექნო მედიამ” მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული საჭირო ნებართვების მიღება;
3. შეტანილი იქნეს ინფორმაცია კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი, რობაქიძის გამზ.7ა) 6 თვის ვადაში;
5. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ.ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
