წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 376 შპს “ქუთაისისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

ნომერი: 376 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2003

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2003

შპს „ქუთაისისთვის” სიხშირის მინიჭების შესახებ

  

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდეგში „კომისია”) აღნიშნავს, რომ  შპს „ქუთაისმა” (რეგისტრირებული ქ. ქუთაისის სასამართლოს 1995 წლის 14 ივლისის N 12/4-23 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 17, 22.07.03.) რადიოსარელეო სიხშირის მინიჭების თაობაზე. შპს  „ქუთაისი”, N 64 ლიცენზიის (მოქმედების ვადა 31.12.2011.) პირობების შესაბამისად, აწარმოებს ტელეპროგრამების ტრანსლირებას ქ. ქუთაისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ სატელევიზიო არხზე, 20 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით. რადიოსარელეო სიხშირე განსაზღვრულია დამატებითი სიხშირული რესურსის გამოყოფის გარეშე N 64 ლიცენზიის პირობების შესაბამისად გამოყოფილი  ლიცენზირებული პირველი სატელევიზიო არხის სიგნალის სამაუწყებლო დონის გასაუმჯობესებლად და გამოყენებული უნდა იყოს შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

      „კავშირგაბმულობისა  და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, კომისიამ    

გადაწყვიტა:

1.   მიენიჭოს შპს „ქუთაისს” 3940.5 მგჰც სიხშირე ქ. ქუთაისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე რადიოსარელეო ხაზის ფუნქციონირებისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული   მიზნით;

2.   აღირიცხოს შპს „ქუთაისისთვის” მინიჭებული სიხშირე კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.   უზრუნველყოს შპს „ქუთაისმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.    კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში შპს „ქუთაისისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი შესაბამისობაში იქნეს  მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.    გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;   

6.    კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

      კომისიის  თავმჯდომარე                                                            ვ. აბაშიძე                                                      

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები