წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 379 შპს “ინფოტელის ”-ის N 728 ლიცენზიის (კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება) მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

ნომერი: 379 / 6

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 01, 2003

მიღების თარიღი აგვისტო 01, 2003

შპს „ინფოტელის ”-ის N 728 ლიცენზიის

(კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირებით მომსახურება)

მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას (შემდგომში კომისია) განცხადებით მიმართა შპს „ინფოტელმა” კომპანიის N728 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.

კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „ინფოტელის” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N728, რომელიც ითვალისწინებდა საქალაქთაშორისო და საერთაშორისო კავშირებით მომსახურებას.

შპს „ინფოტელმა” კომისიის N11, 25.01.2001წ. გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად  გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და შეტანილია უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.

2003 წლის 4 ივლისს კომისიის N 322 გადაწყვეტილების თანახმად, შპს „ინფოტელს„ N728 ლიცენზიის ვადის გასაგრძელებლად განესაზღვრა სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა 27 740 (ოცდაშვიდი ათას შვიდას ორმოცი) ლარით.

კომისია აგრეთვე აღნიშნავს, რომ შპს „ინფოტელს” სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობიდან  27 740,0 (ოცდაშვიდი ათას შვიდას ორმოცი) ლარი გადახდილი აქვს 30% (8 322 ლარი), საიდანაც 5548 (ხუთი ათას ხუთას ორმოცდარვა) ლარი ჩარიცხულია კომისიის ანგარიშზე, ხოლო 2774 (ორი ათას შვიდას სამოცდათოთხმეტი) ლარი -  კავშირგაბმულობისა და ფოსტის ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე.

„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლებისა და „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ” დებულების მე-6 მუხლის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „ინფოტელის”-  N 728 ლიცენზიას,  2013 წლის 29 ივლისამდე;

2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (19418 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტის კავშირი

დანიშნულება

კავშირგაბმულობის სალიცენზიო მოსაკრებელი

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

2157,5 ლარი     -  2004 წლის 29 აგვისტომდე;

2157,5 ლარი     -  2005 წლის 29 აგვისტომდე;

2157,5 ლარი     -  2006 წლის 29 აგვისტომდე;

2157,5 ლარი     -  2007 წლის 29 აგვისტომდე;

2157,5 ლარი     -  2008 წლის 29 აგვისტომდე;

2157,5 ლარი     -  2009 წლის 29 აგვისტომდე;

2157,5 ლარი     -  2010 წლის 29 აგვისტომდე;

2157,5 ლარი     -  2011 წლის 29 აგვისტომდე;

2157,5 ლარი     -  2012 წლის 29 აგვისტომდე;

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სამაუწყებლო (თ.ძაგნიძე) სამსახურს.

კომისიის თავმჯდომარე                                                                      ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები