გადაწყვეტილება N 404 შპს “ჯეოსელი”-სათვის ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2003
მიღების თარიღი აგვისტო 13, 2003
კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 362 მუხლის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია) სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე ლიცენზიის გასაცემად კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის გამოცხადების საფუძვლების - თავისუფალი რესურსის არსებობის და ლიცენზიის მაძიებლის მიერ კომისიისათვის შესაბამისი განცხადების წარდგენის შემთხვევაში.
კომისია აღნიშნავს, რომ GSM 1800 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში (1710-1880 მგჰც) ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად კომისიას განცხადებით მიმართეს შპს ჯეოსელმა„ და შპს საქართველოს ტელეკომმა„.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ კომისიის 2002 წლის 26 აპრილის N163/4 გადაწყვეტილებით, პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობის გამო გაუქმდა შპს ზამექს სა„-ს N1070, შპს ნეოკომი„-ს N1136 და შპს იბერკომის„ N1042 ლიცენზიები ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე, რომლებიც საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სალიცენზიო კომისიის მიერ იყო გაცემული. შესაბამისად, 1710-1880 მგჰც სიხშირულ დიაპაზონში არსებობს თავისუფალი სიხშირული რესურსი.
მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, 2003 წლის 14 მარტის კომისიის N94 გადაწყვეტილებით გამოცხადდა კონკურსი ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად. ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. სალიცენზიო ღირებულების საწყისი ოდენობა განისაზღვრა 1 026 000 ლარით, ხოლო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა 2003 წლის 20 მარტიდან 2003 წლის 27 მაისამდე. საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2003 წლის 11 ივლისი.
დადგენილ ვადაში კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტაცია ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მოსაპოვებლად გამოცხადებულ კომერციულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ შპს ჯეოსელმა„ წარმოადგინა, რომელმაც გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ შესაბამის ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნა (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N2 8.07.2003 წ.), რომ შპს ჯეოსელის„ მიერ ფიჭურ სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს ჯეოსელი„, რომელმაც თანხმობა განაცხადა გადაიხადოს 1 026 000 (ერთი მილიონ ოცდაექვსი ათასი) ლარი.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ კომისიის N 338/10 გადაწყვეტილების თანახმად, შპს ჯეოსელმა„ სალიცენზიო გადასახდელის 20%-ი (205 200 ლარი) სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის (102 600) გამოკლებით 102 600 ლარი ჩარიცხა კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის 10 % ანუ 102 600 ლარი ჩარიცხა სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის დ.დ„ ქვეპუნქტის, 36 მუხლისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ა/წლის 11 ივლისის საკონკურსო სხდომის N 338/10 გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. მიეცეს N 1365 ლიცენზია შ.პ.ს. „ჯეოსელს” ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე (თან ერთვის):
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა;
ლიცენზიის სახეობა: ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება;
ლიცენზიის საგანი: ფიჭური სატელეფონო კავშირით მომსახურება 1725,1-1740 მგჰც და 1820,1-1835 მგჰც სიხშირის გამოყენებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;
2. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის სალიცენზიო რეესტრში;
3. შპს ჯეოსელი„ ვალდებულია თავის საქმიანობაში დაიცვას „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ„, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ„, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ„ და საქართველოს სხვა კანონებით, მოქმედი კანონმდებლობითა და ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული ლიცენზიით დადგენილი წესები და პირობები;
4. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (718 200 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141107 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
79 800 - ლარი - 2004 წლის 15 სექტემბრამდე;
79 800 - ლარი - 2005 წლის 15 სექტემბრამდე;
79 800 - ლარი - 2006 წლის 15 სექტემბრამდე;
79 800 - ლარი - 2007 წლის 15 სექტემბრამდე;
79 800 - ლარი - 2008 წლის 15 სექტემბრამდე;
79 800 - ლარი - 2009 წლის 15 სექტემბრამდე;
79 800 - ლარი - 2010 წლის 15 სექტემბრამდე;
79 800 - ლარი - 2011 წლის 15 სექტემბრამდე;
79 800 - ლარი - 2012 წლის 15 სექტემბრამდე;
5. შპს „ჯეოსელმა” უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ„ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაციის საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში„ გამოქვეყნება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
