წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 405 სადაზღვევო კომპანია შპს “მერიდიანისთვის” სიხშირეების მინიჭების შესახებ

ნომერი: 405 / 13

გამოქვეყნების თარიღი აგვისტო 13, 2003

მიღების თარიღი აგვისტო 13, 2003

სადაზღვევო კომპანია შპს მერიდიანისთვის” სიხშირეების მინიჭების  შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანია შპს „მერიდიანმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1995 წლის 19 სექტემბრის N 03/4-52 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 07/11, 24.07.03.) ქ. თბილისში მეტრულ და დეციმეტრულ ტალღათა დიაპაზონში ორი სიხშირის მინიჭების თაობაზე. დებულების თანახმად, სადაზღვევო კომპანია შპს „მერიდიანის” საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია საქმიანობა მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, მედიცინის, სავაჭრო-შემსყიდველი, ტურისტული და სანახაობითი ბიზნესის სფეროში. სიხშირეები განსაზღვრულია და გამოყენებული უნდა იყოს ქ. თბილისში სადისპეჩერო პუნქტსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შორის ოპერატიული რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტისა და 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            მიენიჭოს სადაზღვევო კომპანია შპს „მერიდიანს” 165.075 მგჰც და 445.125 მგჰც სიხშირეები ქ. თბილისში რადიოკავშირისთვის შიდასაწარმოო და ტექნოლოგიური დანიშნულებით, არაკომერციული მიზნით;

2.             აღირიცხოს სადაზღვევო კომპანია შპს „მერიდიანისთვის” მინიჭებული სიხშირეები კომისიის შესაბამის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

3.            უზრუნველყოს სადაზღვევო კომპანია შპს „მერიდიანმა” კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

4.            კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია შპს „მერიდიანისთვის” სიხშირის მინიჭების საკითხი  შესაბამისობაში  იქნეს მოყვანილი  კანონმდებლობასთან;

5.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

6.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სამაუწყებლო სამსახურს   (თ. ძაგნიძე). 

                     კომისიის თავმჯდომარე                                           ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები