გადაწყვეტილება N 439 შპს „სიტასთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2003
მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2003
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ შპს სიტამ„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 8 მარტის დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის (Proforma INVOICE, 25.08.03) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები წარმოადგენს საავიაციო მიმღებ-გადამცემ რადიოსადგურს დამხმარე ტექნიკური შსაშუალებებით.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ
გადაწყვიტა:
1.მიეცეს ნებართვა შპს სიტას„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (Proforma INVOICE, 25.08.03) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;
2.უზრუნველყოს შპს სიტამ„ აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;
3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;
5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
