წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 442 შპს „ჯეოსელისთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 442 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2003

შპს „ჯეოსელისთვის„ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „ჯეოსელმა„ (რეგისტრირებული ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1996 წლის 13 სექტემბრის N4/4-741 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 0001/AT/HK/320, 12.09.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (K257915, 04.09.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (ფიჭური კავშირგაბმულობის ქსელის საბაზო სადგურები და მათი მაკომპლექტებელი ნაწილები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები გათვალისწინებულია შპს „ჯეოსელის„ ფიჭურ სატელეფონო ქსელში გამოსაყენებლად.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა: 

1.            მიეცეს ნებართვა შპს „ჯეოსელს„ შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (K257915, 04.09.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.             აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

3.            უზრუნველყოს შპს „ჯეოსელმა„ კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების ექსპლოატაციაზე ნებართვის მისაღებად;

4.            გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

5.            კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციისა და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე). 

          კომისიის თავმჯდომარე                                                      ვ. აბაშიძე

        

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები