წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 445 შპს “მობილფონისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 445 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2003

შპს „მობილფონისთვის”  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია”) აღნიშნავს, რომ შპს „მობილფონმა” (რეგისტრირებული ქ. თბილისის დიდუბის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 1 ივლისის N 2/4-687 დადგენილებით)  კომისიას მიმართა განცხადებით (N 03.09.03.) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 4022493; 03.09.03.) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების (სატარებელი რადიოსადგურები) შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. შპს „მობილფონი” ფირმა „მოტოროლას” ავტორიზირებული დისტრიბუტორია საქართველოში და ახდენს ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანას მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა შპს „მობილფონს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით  (N 4022493; 03.09.03.) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „მობილფონმა” კომისიაში ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების რეალიზაციის შესახებ ორგანიზაციის, აპარატურის ტიპისა და საქარხნო ნომრების მითითებით;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის  სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

         კომისიის  თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები