წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 446 ს.ს „მინასთვის“ მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 446 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2003

ს.ს „მინასთვის„  მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის  გაცემის შესახებ

          საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია„) აღნიშნავს, რომ ს.ს. „მინამ„ (რეგისტრირებული მცხეთის რაიონული სასამართლოს 1997 წლის 7 მაისის N 46/5-7 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (# 1/09-427; 03.09.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 9006551; 14.08.03წ) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანის ნებართვის მიღების თაობაზე. მაღალსიხშირული მოწყობილობები (სატარებელი მიმღებ-გადამცემი რადიოსადგურები) გამოყენებული უნდა იყოს რადიოკავშირის ქსელის ფუნქციონირებისთვის.

         „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.მიეცეს ნებართვა ს.ს. „მინას„  შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციით (N 9006551; 14.08.03წ)  გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „მინამ„  აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობების გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში (ა. დაბრუნდაშვილი);

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს  სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

         კომისიის  თავმჯდომარე                                                        ვ. აბაშიძე

        

                    

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები