წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 447 შპს “ორიონისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

ნომერი: 447 / 7

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 12, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 12, 2003

შპს „ორიონისთვის” მაღალსიხშირული მოწყობილობების საქართველოში შემოტანაზე ნებართვის გაცემის შესახებ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია") აღნიშნავს, რომ შპს „ორიონმა” (რეგისტრირებული ქ. სოხუმის საქალაქო და რაიონული სასამართლოს 2002 წლის 23 სექტემბრის N ა/4100/58-27 დადგენილებით) კომისიას მიმართა განცხადებით (N 15; 08.09.03) წარმოდგენილი დოკუმენტაციის (N 2/12.08.2003) შესაბამისად საქართველოში მაღალსიხშირული მოწყობილობების შემოტანაზე ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით. უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის შპს „ორიონს” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით (N 68/13; 21.02.03) ქ. თბილისში მიენიჭა სამუშაო სიხშირეები დაცვის სისტემის ორგანიზებისთვის. მაღალსიხშირული მოწყობილობები (დაცვის მონიტორინგის სისტემები) გამოყენებული უნდა იყოს საზოგადოების საწესდებო ფუნქციების განსახორციელებლად.

          „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად,  კომისიამ

გადაწყვიტა:

1. მიეცეს ნებართვა შპს „ორიონს” შემოიტანოს საქართველოს ტერიტორიაზე თანდართული დოკუმენტაციის (N 2/12.08.2003) გათვალისწინებული მაღალსიხშირული მოწყობილობები;

2.უზრუნველყოს შპს „ორიონმა” აპარატურის შემოტანისთანავე კომისიაში სათანადო ინფორმაციის წარმოდგენა მაღალსიხშირული მოწყობილობის გამოყენებაზე ნებართვის მისაღებად;

3.აღირიცხოს ინფორმაცია შემოტანილი მაღალსიხშირული მოწყობილობების შესახებ კომისიის ნებართვების უწყებრივ რეესტრში;

4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საოლქო სასამართლოში  (ქ.თბილისი,  რობაქიძის გამზ. 7ა)  6  თვის ვადაში;

5.კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს  (თ. ძაგნიძე).

        

        

         კომისიის თავმჯდომარე                                                       ვ. აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები