წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 448 საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსში გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

ნომერი: 448 / 10

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 19, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2003

საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად

კონკურსში  გამარჯვებულის გამოვლენის შესახებ

     საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში ,,კომისია’’) აღნიშნავს, რომ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’  2003 წლის 13 ივნისის  კომისიის #267/10 გადაწყვეტილებით, გამოცხადდა კონკურსი საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად 10 გადამცემის გამოყენებით შემდეგ სამაუწყებლო ზონებში:

1  ზონა: ქ.თბილისი

2  ზონა: ქ.ბათუმი, ქობულეთის,  ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს

        რაიონები.

3  ზონა: თელავის, გურჯაანის, ახმეტის, ყვარელის, ლაგოდეხის, სიღნაღის,

        დედოფლისწაროს, თიანეთის რაიონები.

4  ზონა: მცხეთის, კასპის, გორის, ხაშურის, ქარელის, ცხინვალის, ჯავის, 

        ახალგორის, დუშეთის, ყაზბეგის რაიონები.

5  ზონა: ქ.რუსთავი, გარდაბნის, საგარეჯოს, მარნეულის, ბოლნისის,

        თეთრი-წყაროს, დმანისის რაიონები.

6  ზონა: ბორჯომის, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ნონოწმინდის, წალკის რაიონები.

7  ზონა: ქ.ქუთაისი, ხონის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ზესტაფონის,

        თერჯოლის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის

        რაიონები

8 ზონა: ჭიათურის, საჩხერის, ონის, ტყიბულის, ამბროლაურის, ცაგერის,

        ლენტეხის რაიონები

9  ზონა: ქ.ფოთი, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ხობის რაიონები.

10 ზონა: ქ.ზუგდიდი და ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მესტიის რაიონები.

ინფორმაცია კონკურსის გამოცხადებისა და კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ გამოქვეყნდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. საეთერო სპეციალიზებულ  ტელემაუყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა განისაზღვრა 262868,06 ლარით, (ორას სამოცდაორი ათას რვაას სამოცდარვა ლარი და ექვსი თეთრი). ხოლო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა 2003 წლის 12 აგვისტოს 17 საათით. საკონკურსო სხდომის თარიღად გამოცხადდა 2003 წლის 19 სექტემბერი;

საქართველოს კანონმდებლობისა და ,,საეთერო ტელერადიომაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ’’  კომისიის 2003 წლის 13 ივნისის  #267/10 გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი წარმოადგინა შპს ტელეკომპანია ,,პირველმა სტერეომ’’, რომელმაც გაიარა ექსპერტიზა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ შესაბამის ქვეკომისიაში და მიღებულია დასკვნა (ქვეკომისიის სხდომის ოქმი N4 17.09.2003 წ.), რომ შპს ტელეკომპანია „პირველი სტერეოს„ მიერ  საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი სამშენებლო-ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია ლიცენზირებადი საქმიანობის პირობებთან, არსებულ ნორმებთან და სტანდარტებთან. ამასთან, კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილია სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ისა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

         ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 455 მუხლიდან გამომდინარე და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების’’ მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად: ,,თუ კონკურსში მხოლოდ ერთი ლიცენზიის მაძიებელი მონაწილეობს, იგი ჩაითვლება გამარჯვებულად სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის გადახდაზე თანხმობის დადასტურების შემთხვევაში’’. კონკურსში მონაწილემ დაადასტურა, რომ იგი თანახმაა საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად გადაიხადოს 262868,06 ლარი (ორას სამოცდაორი ათას რვაას სამოცდარვა ლარი და ექვსი თეთრი).

         ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 455 მუხლისა და ,,საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმინობის მარეგულირებელი წესების’’ მე-13 მუხლის მე-6 და მე-8 პუნქტების შესაბამისად, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.            საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის მისაღებად ჩატარებულ კონკრსში გამარჯვებულად გამოცხადდეს შპს ტელეკომპანია ,,პირველი სტერეო’’, რომელიც თანახმაა გადაიხადოს სალიცენზიო გადასახდელი 262868,06 ლარი (ორას სამოცდაორი ათას რვაას სამოცდარვა ლარი და ექვსი თეთრი).

2.            ა) სალიცენზიო გადასახდელის 20%-ი ანუ 52573,61 ლარი (ორმოცდათორმეტი ათას ხუთას სამოცდაცამეტი ლარი და სამოცდაერთი თეთრი) სალიცენზიო გაასახდელის საწყისი ოდენობის 10%-ის ანუ 26286,81 (ოცდაექვსი ათას ორას ოთხმოცდაექვსი ლარი და ოთხმოცდაერთი თეთრი) ლარის გამოკლებით მიიმათოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანგარიშზე მიმიდინარე წლის 19 ოქტომბრამდე:

-ბანკი:სააქციო კომერციული ბანკი ,,თი-ბი-სი’’;

-ა/ანგარიში: 609326

-კოდი: 220101830

-საიდენტიფიკაცო კოდი: 204953050

ბ) სალიცენზიო გადასახდელის 10% ანუ 26286,81 ლარი (ოცდაექვსი ათას ორას ოთხმოცდაქვსი ლარი და ოთხმოცდაერთი თეთრი), მიიმაროს სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე მიმიდინარე წლის 19 ოქტომბრამდე:

მიმღები

სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი, კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი

საიდენტიფიკაციო N

204953050

ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი

კოდი

220101107

ანგარიშის N

000141107

სახაზინო ქვეანგარიში

9051

დანიშნულება

სალიცენზიო გადასახდელი

3. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70% ანუ 184007,64 ლარის (ასოთხმოცდაოთხი ათას შვიდი ლარი და სამოცდაოთხო თეთრი) გადახდა მოხდეს ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული წესით.

4. დაევალოს კომისიის აპარატის საზოგადოებრივ ურთიერთობათა მდივანს (გ.რატიშვილი) კონკურსის შედეგების საინფორმაციო საშუალებებით გავრცელება.

5 კომისიის ადმინისტრაციამ (მ.ქადეიშვილი) უზრუნველყოს კონკურსის მონაწილისათვის წინამდებარე გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა.

6. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამასახურს (კ. ყურაშვილი) ტელეკომპანია ,,პირველი სტერეოს’’ მიერ ამ გადაწყვეტილების მეორე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღრული თანხის გადახდიდან 7 სამუშაო დღის ვადაში, მოამზადოს და წარმოადგინოს გადაწყვეტილების პროექტი შპს ,,პირველი სტერეო’’-სათვის საეთერო სპეციალიზებულ ტელემაუწყებლობაზე ლიცენზიის გაცემის შესახებ.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ. თბილისი რობაქიძის გამზ. 7ა) 6 თვის ვადაში;

8. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის ადმინისტრაცას (გ.რატიშვილი).

კომისიის თავმჯდომარე                              ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები