წვდომის მენიუ

გადაწყვეტილება N 459 შპს ,,სანეტსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს’ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე დავის განხილვის გადადების შესახებ

ნომერი: 459 / 16

გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 19, 2003

მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2003

შპს ,,სანეტსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს’ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების                             გაფორმების თაობაზე დავის განხილვის გადადების შესახებ

                      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში „კომისია’’) აღნიშნავს, რომ კომისიის 2003 წლის 12 სექტემბრის N422/16 გადაწყვეტილებით დაინიშნა შპს ,,სანეტსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს’’ შორის დავის განხილვის დღე-19 სექტემბერი. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა შპს ,,ახალი ქსელების’’ წარმომადგენელი. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავის განხილვის გადადებას კომისიის შემდეგ სხდომაზე.კომისიის შემდეგი სხდომა დანიშნულია 2003 წლის 26 სექტემბერს.

       ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი წესების 49-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, კომისიამ

გადაწყვიტა:

1.              შპს ,,სანეტსა’’ და შპს ,,ახალ ქსელებს’’ შორის ურთიერთჩართვის ხელშეკრულების გაფორმების

თაობაზე დავის განხილვა გადაიდოს 2003 ქლის 26 სექტემბერს 1600 საათზე.

2.              გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (რობაქიძის გამზ.

7ა) ექვსი თვის ვადაში

3.              კონტროლი გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს იურიდიულ სამსახურს (ე.ასანიძე)

კომისიის თავმჯდომარე:                               ვ.აბაშიძე

გაზიარება

მიმაგრებული ფაილები