გადაწყვეტილება N 461 შპს “იმერვიზიის” ¹ 981 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ
გამოქვეყნების თარიღი სექტემბერი 19, 2003
მიღების თარიღი სექტემბერი 19, 2003
შპს „იმერვიზიის” N 981 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების და მოდიფიცირების შესახებ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია (შემდგომში კომისია„) აღნიშნავს, რომ კომისიას განცხადებით მიმართა (N 17, 19.05.03) შპს „იმერვიზიამ” კომპანიის N 981 ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.
კომისია აღნიშნავს, რომ ყოფილი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს მიერ შპს „იმერვიზიას” სახელზე გაცემული იყო ლიცენზია N 981 (24.06.99), რომელიც ითვალისწინებდა ტელემაუწყებლობას ქ. ჭიათურაში მე-3 სატელევიზიო არხზე, ტელერადიოცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თავისუფალი საეთერო დროის გამოყენებით, მაგრამ ტელერადიოცენტრის სატელევიზიო გადამცემის დაზიანების გამო, შპს კავშირგაბმულობის და ფოსტის ზედამხედველობის სამსახურის„ მიერ ჩატარებული რადიოსიხშირული სპექტრის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, 1999 წლის 29 ივლისს გაცემული დასკვნის საფუძველზე შპს იმერვიზია„ მაუწყებლობდა მე - 8 სატელევიზიო არხზე.
შპს „იმერვიზიამ” კომისიის N 220 (13.04.2001 წ.) გადაწყვეტილებით „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლისა და "კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში საქმიანობის ლიცენზიის მფლობელთა ხელახალი რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ" დადგენილების მე-2 მუხლის შესაბამისად გაიარა ხელახალი რეგისტრაცია კომისიაში და მისი მონაცემები შეტანილია კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კომისიამ ამავე გადაწყვეტილებაში გაითვალისწინა ვალდებულება შპს „იმერვიზიისთვის” სატელევიზიო არხის ტექნიკური პარამეტრების დაზუსტების შესახებ.
კომისიის N 308 (04.07.2003წ.) გადაწყვეტილებით განისაზღვრა შპს „იმერვიზიის” N 981 ლიცენზიის სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობა და გადახდის წესი.
შპს „იმერვიზიის” მიერ გადახდილია სალიცენზიო გადასახდელის (14 303,25 ლარი) საწყისი ოდენობის 20% (2 860,65 ლარი) კომისიის ანგარიშზე და სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის 10% (1 430,33 ლარი) სახელმწიფო ხაზინაში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე.
კომისია, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ ქ. ჭიათურაში შესაძლებელია მე-8 სატელევიზიო არხზე 50 ვტ. სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენება ელექტრემაგნიტური თავსებადობის პირობების დარღვევის გარეშე, ამასთან სატელევიზიო არხის დაზუსტებული ტექნიკური პარამეტრები არ გამოიწვევს კომისიის N 308 (04.07.2003წ.) გადაწყვეტილებით განსაზღვრული სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის ცვლილებას.
„კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 391 და 453 მუხლების, „კოდის გამოყენებით საერთაშორისო სატელეფონო კავშირით მომსახურებაზე და სიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობაზე სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის განსაზღვრისა და სალიცენზიო გადასახდელის გადახდის წესის შესახებ”
დებულების მე-6 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტის საფუძველზე, კომისიამ
გადაწყვიტა:
1. გაუგრძელდეს მოქმედების ვადა შპს „იმერვიზიის” N 981 ლიცენზიას, 2011 წლის 31 დეკემბრამდე;
2. მოდიფიცირებულ იქნეს შპს „იმერვიზიის” N 981 ლიცენზია და ლიცენზიის სახე, სახეობა და საგანი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ლიცენზიის სახე: სიხშირული სპექტრით მომსახურება;
ლიცენზიის სახეობა: საეთერო საერთო ტელერადიომაუწყებლობა;
ლიცენზიის საგანი: ტელემაუწყებლობა მე-8 სატელევიზიო არხზე, 50 ვტ სიმძლავრის სატელევიზიო გადამცემის გამოყენებით ქ. ჭიათურაში.
3. შპს „იმერვიზია” ვალდებულია:
- მაუწყებლობის პროცესში დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით ან/და შეთანხმებებით, საქართველოს ორგანული კანონით საქართველოს საარჩევნო კოდექსი„, კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ„, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ”, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ„, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ„, რეკლამის შესახებ„, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ„ საქართველოს კანონებით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა წესები;
- კომისიას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელერადიოპროგრამის გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
- კვირაში ერთხელ კომისიას მიაწოდოს და გამოაქვეყნოს ყოველი მომდევნო კვირის სამაუწყებლო ბადე;
- თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ;
- გამოყენებული ტექნიკური საშუალებები შეუსაბამოს საქართველოში მოქმედ სტანდარტებს და იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი;
- დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი;
- კომისიას წარუდგინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული კომისიის უფლებამოსილების ფარგლებში მოთხოვნილი ნებისმიერი სახის ინფორმაცია;
- განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს;
- დაიცვას ყველა ის პირობა, რომელიც მის მიერ კომისიაში წარდგენილ პროექტში, ტექნიკურ დოკუმენტაციაში არის ასახული;
- უზრუნველყოს, საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზიით ნებადართული საქმიანობისათვის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება;
- წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „კავშირგაბმულობისა და ფოსტის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე;
- კავშირგაბმულობისა და ფოსტის სფეროში კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობა;
- რეორგანიზაციის ან სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის მონაცემების შეცვლის შემთხვევაში კომისიას წერილობით აცნობოს და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები ცვლილებების რეგისტრაციიდან შვიდი (7) სამუშაო დღის ვადაში;
- ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძლების სურვილის შემთხვევაში განცხადებით მიმართოს კომისიას ლიცენზიის მოქმედების ვადის გასვლამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე.
4.ლიცენზიის მფლობელის ვალდებულებები სრულად აისახება ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემულ ლიცენზიაში;
5. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (10 012,27 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით:
|
მიმღები |
სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტი.კავშირგაბმულობის სალიცენზიო გადასახდელი |
|
საიდენტიფიკაციო N |
204953050 |
|
ბანკი |
საქართველოს ეროვნული ბანკი |
|
კოდი |
220101107 |
|
ანგარიშის N |
000141107 |
|
სახაზინო ქვეანგარიში |
9051 |
|
დანიშნულება |
სალიცენზიო გადასახდელი |
6. სალიცენზიო გადასახდელის საწყისი ოდენობის დარჩენილი 70%-ის (10 012,27 ლარი) გადახდა მოხდეს შემდეგი გრაფიკის მიხედვით:
2224,98 ლარი - 2004 წლის 31 იანვრამდე;
1112,47 ლარი - 2005 წლის 31 იანვრამდე;
1112,47 ლარი - 2006 წლის 31 იანვრამდე;
1112,47 ლარი - 2007 წლის 31 იანვრამდე;
1112,47 ლარი - 2008 წლის 31 იანვრამდე;
1112,47 ლარი - 2009 წლის 31 იანვრამდე;
1112,47 ლარი - 2010 წლის 31 იანვრამდე;
1112,47 ლარი - 2011 წლის 31 იანვრამდე;
7. შეტანილ იქნეს სათანადო მონაცემები კომისიის უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში (ე. ასანიძე);
8. დაევალოს კომისიის აპარატის იურიდიულ სამსახურს (ე. ასანიძე) „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში გატარება და ლიცენზიის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე ინფორმაციის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” გამოქვეყნება;
9. დაევალოს კომისიის აპარატის ტექნიკურ სამსახურს (მ. გოთოშია) სალიცენზიო მოწმობის გაცემის უზრუნველყოფა;
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ.თბილისის საოლქო სასამართლოში (ქ.თბილისი, რობაქიძის გამზ. 7ა) ექვსი თვის ვადაში;
11. კონტროლი აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაზე დაევალოს კომისიის აპარატის სიხშირეთა კოორდინაციის და მონიტორინგის სამსახურს (თ. ძაგნიძე).
კომისიის თავმჯდომარე ვ. აბაშიძე
